ვაშლი გარეცხეთ, მოაჭერით თავები თანაბრად. ამოაცალეთ გულები და ოდნავ ამოღრუტნეთ კოვზით. გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ ყავისფერი შაქარი და დარიჩინი, დადგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ, სანამ შაქარი არ გადნება. გადმოიღეთ და წაუსვით კულინარიული ფუნჯით ვაშლს გულში. მოათავსეთ ღრმა გამოსაცხობ ფორმაში ვაშლები და მოათავსეთ 400 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთით. ამასობაში ათქვიფეთ ნაღების ყველი, დაუმატეთ შაქრის პუდრა და ვანილი, თქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. გამომცხვარი ვაშლები გააგრილეთ, ჩადეთ კოვზით მომზადებული გულსართი, შეაბრუნეთ ღუმელში და აცხვეთ კიდევ 10 წუთი. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ დარიჩინი. გემრიელად მიირთვით!