ვანილის ჩხირი გაარჩიეთ, ჩხირი და თესლი ჩაყარეთ რძეში. დაუმატეთ შაქრის ნახევარი, დადგით ცეცხზლე და მიიყვანეთ ადუღებამდე. თან ურიეთ. დანარჩენი შაქარი დააყარეთ კვერცხის გულებს და ათქვიფეთ გათეთრებამდე. დაასხით ცხელი რძის 1/3 და თან ჩქარა ურიეთ, როცა მასა ერთგვაროვანი გახდება, დაასხით დარჩენილი რძე და განაგრძეთ მორევა. დადგით კრემი კვლავ ცეცხლზე და ისე, რომ არ შეწყვიროთ მორევა, მიიყვანეთ ადუღებამდე. გადმოდგით ცეცხლიდან, გაწურეთ და გააცივეთ. გემრიელად მიირთვით!