დატეხეთ შოკოლადი. მოხარშეთ ყავა ესპრესო 30 მლ. ნაღები და რძე აურიეთ ერთმანეთში და შეათბეთ გაზზე ისე, რომ არ მიიყვანოთ ადუღებამდე. ათქვიფეთ 2 კვერცხი და 1 კვერცხის გული. დაუმატეთ შაქარი და მწიკვი მარილი, განაგრძეთ თქვეფა. რძისა და ნაღების მასის ნაწილი დაასხით დამტვრეულ შოკოლადს და ურიეთ, სანამ შოკოლადი არ გადნება. დაუმატეთ შოკოლადისა და რძის მასა ათქვეფილ კვერცხს, ათქვიფეთ და დაასხით დარჩენილი ნაღები და რძე. კარგად ათქვიფეთ. დაუმატეთ ყავა, კვლავ აურიეთ და ჩაასხით ცეცხლგამძლე ჭურჭელში, გადააფარეთ ფოლგა. მოათავსეთ ფორმა ღრმა გამოსაცხობ ფორმაში, რომელშიც წინასწარ ცხელ წყალს ჩაასხამთ. იმდენს, რომ სუფლეს ჭურჭელი ნახევრამდე დაფაროს. აცხვეთ 160 გრადუსზე დაახლოებით 35 წუთი. გააგრილეთ გამომგცხვარი პუდინგი და მოათავსეთ მაცივარში 2 საათით.