მაგიური სალათა "ახალი წლის საათი"
მაგიური სალათა "ახალი წლის საათი"
დრო 45წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

12 თვე, 12 საათი, 12 ფენა - ამ სალათით ნამდვილად არ გამოგეპარებათ ახალი წლის დადგომა!

ინგრედიენტები

  • დამარილებული ქაშაყი - 200 გ
  • კარტოფილი - 400 გ
  • ჭარხალი - 400 გ
  • სტაფილო - 300 გ
  • მჟავე კიტრი - 150 გ
  • ვაშლი - 250 გ (მჟავე სახეობის)
  • შტოშის ჩირი - 3-4 ს/კ
  • ხახვი - 50 გ
  • კამა და ოხრახუში - 1 კონა
  • კვერცხი - 3 ცალი
  • მწყრის კვერცხი - 6 ცალი
  • მაგარი სახეობის ყველი - 150 გ
  • მაიონეზი - 300 გ
  • ძმარი 9% - 3 ს/კ
  • შაქარი - 1/2 ჩ/კ
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • კულინარიული რგოლი - სალათისთვის ფორმის მისაცემად
მომზადების წესები

წინასწარ მოხარშეთ ბოსტნეული: კარტოფილი, სტაფილო და ჭარხალი კანიანად! გააცივეთ და გაფცქვენით.

მოხარშეთ და გაფცქვენით კვერცხი.

დაჭერით თხელ ნახევარწრეებად ხახვი.

პატარა ჯამში ჩაასხით ძმარი, დაუმატეთ შაქარი და აურიეთ. ჩაყარეთ მასში ხახვი და გააჩერეთ 5 წუთი, რომ დამარინადდეს.

დაჭერით კუბიკებად ქაშაყის ფილე.

ცალ-ცალკე ჯამებში გახეხეთ მოხარშული სტაფილო, ჭარხალი და კარტოფილი. ერთი ცალი სტაფილო დაიტოვეთ გასაფორმებლად.

ასევე ცალ-ცალკე ჯამებში გახეხეთ ქათმის კვერცხი, ვაშლი და მაგარი ყველი. იმისათვის, რომ ვაშლი არ გაშავდეს, მოასხით ლიმონის წვენი.

კიტრის მჟავე დაჭერით პატარა კუბიკებად.

იმისათვის, რომ სალათას ლამაზი ფორმა მისცეთ, გამოიყენეთ კულინარიული რგოლი.

მოათავსეთ მომზადებული ინგრედიენტები მჭიდრო ფენებად კულინარიულ რგოლში შემდეგი თანამიმდევრობით: ქაშაყი, ხახვი, ჭარხალი, მაიონეზი, კიტრის მჟავე, გახეხილი სტაფილო, მაიონეზი, გახეხილი ვაშლი, ყველი, კარტოფილი, მაიონეზი, ქათმის კვერცხი - სულ 12 ფენა. 

წმინდად დაჭერით კამა და ოხრახუში. შუაზე გაჭერით მოხარშული და გაფცქვნილი მწყრის კვერცხები.

სალათას გარე წრეზე მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი. მწყრის კვერცხებით გააკეთეთ ციფერბლატი.

გადადებული სტაფილოსგან გამოჭერით ციფრები და საათის ისრები.

მორთეთ სალათა შტოშის ჩირის მარცვლებით. გააჩერეთ რამდენიმე საათი, რათა ინრედიენტები ერთმანეთს გაუჯდეს.

გემრიელად მიირთვით!

 

 

 

 

 

 

ტეგები:
ნამცხვარი ვაშლი ნანახია: 26926