ფქვილი გავცრათ გამაფხვიერებელთან ერთად, დავამატოთ მარილი, კუბიკებად დაჭრილი კარაქი და კომბაინში (ან ხელი) ავურიოთ, სანამ ნოტიო ქვიშისებურ მასას არ მივიღებთ. დავამატოთ შაქარი და კვერცხი, მოვზილოთ ცომი. გავახვიოთ ცელოფანში და 30 წუთით მაცივარში შევდოთ.კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ, შევათქვიფოთ არაჟანი და ხაჭო. მასა უნდა გახდეს ერთგვაროვანი. დავამატოთ სახამებელი.ცომი გადავიტანოთ ფორმაში და გავაბრტყელოთ, ამოვუყვანოთ გვერდები 4-5 სმ-ზე, ჩავასხათ კრემი, გადავანაწილოთ ხილი და შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე დაახლოებით 45 წუთი. შეგრილებული ამოვიღოთ ფორმიდან და საბოლოოდ გავაციოთ.