მრგვალ პურს მოაჭერით თავი, ამოღრუტნეთ, წაუსვით ტომატის სოუსი, ჩაალაგეთ მოცარელას ან სულგუნის ნაჭრები, შემდეგ ძეხვი სალიამის თხელი ფირფიტები, მოაყარეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, ბაზილიკის ფოთლები, კუბიკებად დაჭრილი ძეხვი, მოგრძო ჩხირებად დაჭრილი მწვანე ბულგარული წიწაკა, მოასხით კვლავ ტომატის სოუსი, კვლავ დაალაგეთ მოცარელას ან სულგუნის ნაჭრები და მოაყარეთ გახეხილი მაგარი სახეობის ყველი. შეფუთეთ პური ფოლგაში, დაადეთ მძმე საგანი და გააჩერეთ 30 წუთი, რომ დაიტკეპნოს. შემდეგ მოხსენით ფოლგა, მოაყარეთ გახეხილი ყველი, დაალაგეთ სალიამის ფირფიტები და მოათავსეთ 175 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთით. გემრიელად მიირთვით!