ჩაასხით პატარა ქვაბში წყალი, ჩაყარეთ მარწყვის ჟელე, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ მასა ადუღებამდე ისე, რომ არ შეწყვიტოთ მორევა. გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ არაყი. ჩაასხით ჭიქებში და შედგით მაცივარში 1 საათით. მორთეთ ათქვეფილი ნაღებით (ნაღებს + შაქრის პუდრა) ან ცივი მზა კრემით. მარწყვებს მოაჭერით ყუნწები და დაალაგეთ ზემოდან სანტას ქუდები.