თაფლი, შაქარი და კარაქი ქვაბში გავაცხელოთ შაქრის გადნობამდე და გავაცივოთ. თაფლის მასას დავუმატოთ კვერცხი, კაკაო და სანელებლები. ცალკე რომში ავურიოთ სოდა და შევურიოთ თაფლის მასას. დავუმატოთ ფქვილი, ნიგოზი და კარგად მოვზილოთ, სანამ ცომი პრიალა გახდება და ხელს აღარ მიეწებება. ცომი გავახვიოთ ფოლგასი და 6-8 საათით მაცივარში შევდოთ. კანფეტი დავფქვათ. ცომი გავაბრტყელოთ თხლად, ამოვჭრათ ვარსკვლავის ფორმით, გულშიც ამოვჭრათ და დავაწყოთ თუნუქის ფურცელზე. ვაცხოთ 6 წუთის განმავლობაში 160 გრადუსზე, შემდეგ გულებში ჩავაყაროთ დაფხვნილი კანფეტი თითოეულ ნამცხვარს და კიდევ 6 წთ ვაცხოთ. გავაცივოთ ბოლომდე, სანამ გადნარი კანფეტი არ გამაგრდება.