საშობაო ვარსკვლავები
საშობაო ვარსკვლავები
დრო 900წთ
ულუფა 20
სირთულე რთული
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • თაფლი - 250 მლ
  • შაქარი - 250 გ
  • კარაქი - 150 გ
  • დაფქული ნიგოზი - 100 გ
  • ჭვავის ფქვილი - 200 გ
  • ხორბლის ფქვილი - 200 გ
  • სანელებლები: - დარიჩინი, ჯანჯაფილი, ილი (კარდამონი) თითო ს/კ
  • კაკაო - 2 ჩ/კ
  • სოდა - 1 ჩ/კ
  • რომი - 2 ს/კ
  • კარამელის ფერადი კანფეტები
მომზადების წესები

თაფლი, შაქარი და კარაქი ქვაბში გავაცხელოთ შაქრის გადნობამდე და გავაცივოთ. თაფლის მასას დავუმატოთ კვერცხი, კაკაო და სანელებლები.
ცალკე რომში ავურიოთ სოდა და შევურიოთ თაფლის მასას. დავუმატოთ ფქვილი, ნიგოზი და კარგად მოვზილოთ, სანამ ცომი პრიალა გახდება და ხელს აღარ მიეწებება. ცომი გავახვიოთ ფოლგასი და 6-8 საათით მაცივარში შევდოთ. კანფეტი დავფქვათ.
ცომი გავაბრტყელოთ თხლად, ამოვჭრათ ვარსკვლავის ფორმით, გულშიც ამოვჭრათ და დავაწყოთ თუნუქის ფურცელზე. ვაცხოთ 6 წუთის განმავლობაში 160 გრადუსზე, შემდეგ გულებში ჩავაყაროთ დაფხვნილი კანფეტი თითოეულ ნამცხვარს და კიდევ 6
წთ ვაცხოთ. გავაცივოთ ბოლომდე, სანამ გადნარი კანფეტი არ გამაგრდება.

ტეგები:
ნამცხვარი საშობაო ნანახია: 5098