საზამთროს ლიმონათი
საზამთროს ლიმონათი
დრო 30წთ
ულუფა 3
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • საზამთროს რბილობი - 1.5 კგ
  • გაზიანი ან ჩვეულებრივი, მინერალური წყალი - 1 ლ
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • წყალი - 1 ჭიქა
  • ლიმონის წვენი - 1 ჭიქა
მომზადების წესები
საზამთროს რბილობი დააბლენდერეთ და მაცივარში შეინახეთ.

მოამზადეთ სიროფი წყლისგან და შაქრისგან.


საზამთროს წვენს დაამატეთ ციტრუსის წვენი, გაზიანი წყალი, სიროფი, ყინულები და აურიეთ.  შეიძლება პიტნის ფოთლების ჩამატებაც.

გამაგრილებელი და გემრიელი კოქტეილი მზადაა!