ვხარშავთ პასტას ალდენტემდე, რისთვისაც დაახლოებით 6-7 წუთია საკმარისი. ხარშვის პროცესში ვამატებთ ზეითუნის ზეთს და მარილს. პარალელურად დავჭრათ წითელი და მწვანე ბულგარული გრძლად, ქამა სოკო, ყაბაყი და ბროკოლი. ბოსტნეულს ვშუშავთ ალდენტემდე და ვამატებთ სოიოს სოუს. ვაჩერებთ ისევ ქურაზე 1 წუთით და ვამატებთ 50 გრამს პომიდვრის წვენს არომატისა და სისველისთვის. ბოსტნეულს ვურევთ მოხარშულ პასტაში.