ქათამი არაჟანში
ქათამი არაჟანში
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 1 კგ
  • ხახვი - 4-5 თავი
  • პიტნა - 1 პატარა კონა
  • მარილი და პილპილი
  • არაჟანი - 1 ქილა
  • წყალი - გასაზავებლად
  • კარაქი - მოსაშუშად
მომზადების წესები

ხახვი წვრილად დავჭრათ და კარაქში მოვშუშოთ, დავუმატოთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი ქათმის ფილე და ერთად მოვშუშოთ, სანამ ხორცი ფერს შეიცვლის.
დავასხათ წყალში გახსნილი არაჟანი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. შუშვისას თან ვურიოთ. ბოლოს დავაყაროთ დაჭრილი პიტნა.

ტეგები:
ქათამი არაჟანი ნანახია: 14069