ოდნავ ღრმა გამოსაცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი, დაალაგეთ მჭიდროდ მარილიანი კრეკერები. პატარა ქვაბით დადგით ცეცხლზე კარაქი, გაადნეთ და დაუმატეთ ყავისფერი შაქარი. ხარშეთ გასქელებამდე, თან შეუჩერებლად ურიეთ. მოასხით მიღებული კარამელი კრეკერებს, გაანაწილეთ კარგად და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთი. შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან, მოაყარეთ შოკოლადის დროპსები და კვლავ შეაბრუნეთ ღუმელში 5 წუთი. გამოიღეთ ღუმელიდან, გამდნარი შოკოლადი გაანაწილეთ თანაბრად ნამცხვარზე, მოაყარეთ M&M-ს კანფეტები და საკონდიტრო მოსართავები. დაჭერით ოთხკუთხედებად და მოათავსეთ მაცივარში, სანამ შოკოლადი არ გამაგრდება. გემრიელად მიირთვით!