დაჭრილი ხახვი და ნიორი მოვშუშოთ, შემდეგ დავამატოთ პაპრიკა და ავურიოთ.რამდენიმე წუთში დავამატოთ კუბებად დაჭრილი ხორცი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, კარგად ავურიოთ. შევბრაწოთ მაღალ ცეცხლზე, შემდეგ ცოტა წყალი დავასხათ, თავზე დავაფაროთ და 1 საათი ვშუშოთ.დავჭრათ პამიდორი და სტაფილო, ჩავამატოთ ხორცის ქვაბში, დავასხათ ცოტა ცხელი წყალიც და გავაგრძელოთ ხარშვა დაახლოებით 15 წუთი. ჩავამატოთ დაჭრილი კარტოფილიც.როცა კარტოფილიც მზად იქნება, გამოვრთოთ ცეცხლი და რამდენიმე წუთით დავტოვოთ კერძი თავდახურული.გემრიელად მიირთვით!