კვერცხი, პილპილი და მარილი გავთქვიფოთ, დავუმატოთ ნელ-ნელა ფქვილი. როცა მასა ერთგვაროვანი გახდება, დავასხათ 1 ს.კ. ზეთი და ლუდი. უნდა მივიღოთ თხელი ცომის მასა. ცომში ამოვავლოთ თევზის ნაჭრები და კარგად გაცხელებულ ზეთში ორივე მხრიდან შევწვათ. თევზი სუფრაზე სალათის ფოთლების, ბროწეულის მარცვლებისა და ნარშარაბის თანხლებით მივიტანოთ.