თევზი ლუდის კლიარში
დრო 30წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • თევზის ფილე - 6 ცალი
  • ლუდი (ღია ფერის) - 150-200 მლ
  • ფქვილი - 3 ს/კ
  • კვერცხი - 2 ცალი
  • მარილი და პილპილი
  • სალათის ფოთლები
  • ბროწეულის მარცვლები
  • ნარშარაბი - სერვირებისთვის
მომზადების წესები

კვერცხი, პილპილი და მარილი გავთქვიფოთ, დავუმატოთ ნელ-ნელა ფქვილი. როცა მასა ერთგვაროვანი გახდება, დავასხათ 1 ს.კ. ზეთი და ლუდი. უნდა მივიღოთ თხელი ცომის მასა.
ცომში ამოვავლოთ თევზის ნაჭრები და კარგად გაცხელებულ ზეთში ორივე მხრიდან შევწვათ.
თევზი სუფრაზე სალათის ფოთლების, ბროწეულის მარცვლებისა და ნარშარაბის თანხლებით მივიტანოთ.

ტეგები:
თევზი ლუდი თევზი კლიარში ნანახია: 2574