ჯანმრთელი სალათი
ჯანმრთელი სალათი
დრო 10წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კიტრი - 2
  • სტაფილო - 2
  • სალათის ფოთლები - 100 გ
  • ვაშლი - 2
  • არაჟანი - 100 გ
  • ლიმონის წვენი - 2 ს.კ
  • მარილი და პილპილი
  • პამიდორი - 1-2
მომზადების წესები
კიტრი, ვაშლი და სტაფილო დავჭრათ წვრილ ჩხირებად,  სალათი დავანაკუწოთ, ერთმანეთში ავურიოთ, დავამატოთ მარილი, პილპილი, ლიმონის წვენი, მწიკვ არაჟანი. ზემოდან პამიდვრის ნაჭრები შემოვალაგოთ.

უმი ბოსტნეული და ხილი ვიტამინების წყაროა, სტაფილოში შემავალ კაროტენს კი ორგანიზმი (არაჟნის) ცხიმთან ერთად უკეთ ითვისებს.