შაქარი, ზეთი და მინერალური წყალი ავურიოთ ერთმანეთში,ჩავახეხოთ ფორთოხლის კანი და ჩავაწუროთ წვენიც, შემდეგ დავამატოთ ვანილი, გამაფხვიერებელი(ან სოდა/ძმრით) და ბოლოს- ფქვილი. ცომი მოვათავსოთ ცხიმწამულ საშუალო ზომის ფორმაში და გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე. მოვამზადოთ კრემი: 0,5 ლიტრ წყალში გავხსნათ 1 ჭიქა ფქვილი, 1,5 ჭიქა შაქარი და დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი 2 ფორთოხლი(კანის გარეშე).დავდგათ ცეცხლზე და გამუდმებით ვურიოთ, სანამ ფაფა არ მომზადდება. ბისკვიტი გავჭრათ შუაზე და ორივე ფენა დავნამოთ ყავით და კონიაკით. კრემი ცოტა რომ გაგრილდება, მოვათავსოთ ბისკვიტებს შორის. თავზე სურვილისამებრ მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა.