ბასრი დანით გააკეთეთ ფორთოხალში ნასვრეტები და ჩაარჭვეთ თითოეულში ყავის მარცვლები. სულ უნდა ჩადოთ 35-40 ცალი მარცვალი. მოათავსეთ ფორთოხალი ფართოყელიან მინის ჭურჭელში, დააყარეთ 120 გ შაქარი, დაასხით 1 ლიტრი არაყი. გააჩერეთ ლიქიორი დაახლოებით 30-35 დღე. დროდრო ამოურიეთ. შემდეგ კი გაანაწილეთ ლიქიორი ბოთლებში.