მაკარონი მოვხარშოთ შეფუთვაზე მითითებული წესის მიხედვით და გადავწუროთ. ისპანახი მოვწალოთ მდუღარე წყალში და ამოვწუროთ. ტაფაზე გავადნოთ კარაქი, დავუმატოთ ფქვილი და კარგად ამოვურიოთ. რამდენიმე წუთში დავუმატოთ რძე და კარგად ავურიოთ რომ კორკოშელები არ შეყვეს. ვადუღოღ ცოტა ხანს დაბალ ცეცხლზე. ჩოპერში ან ბლენდერში მოვათავსოთ ისპანახი, გახეხილი ყველი, ოხრახუში და თეთრი სოუსი. მასა დავაქუცმაცოთ და სოუსიც მზადაა. მზა სოუსი შევურიოთ პასტას, დავამატოთ მარილი და პილპილი.