ნიორი გაატარეთ ან დანაყეთ, რათა მიიღოთ ფაფისებური მასა. დაასხით 1 ს/კ ლიმონის წვენი. გაახურეთ ღუმელი ან გრილი. ლავაში გაჭერით სიგანეზე და აცხვეთ, სანამ არ დაიბრაწება. შემდეგ დაამტვრიეთ და დანამეთ ლიმონის წვენით ან წყლით. კიტრი და პომიდორი დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად, ოხრახუში, მწვანე ხახვი, ქინძი და პიტნა - წმინდად. სალათის ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ მარილი და პილპილი. ნივრისა და ლიმონის წვენის მასას დაასხით ზეითუნის ზეთი, ოდნავ შეანჯღრიეთ და მოასხით სალათს. გემრიელად მიირთვით!