სტაფილო გავხეხოთ. ხახვი წვრილად დავჭრათ და ზეთში მოვშუშოთ, დავუმატოთ სანელებლები, ძმარი, დანაყილი ნიორი, ქინძი და ნიგოზი. ნიგვზის მასა შევაზილოთ სტაფილოს, გავაკეთოთ კაკლისოდენა გუნდები და ამოვავლოთ კამაში. სტაფილოს გუნდები მოვრთოთ ბროწეულის მარცვლებით.