მზესუმზირა მოვხალოთ და გავაცივოთ. თაფლი ჩავასხათ სქელძირიან ქვაბში ან ღრმა ტაფაში და დაბალ ცეცხლზე გავაცხელოთ. როცა წამოდუღდება გადმოვდგათ ცეცხლიდან და კარგად გავაცივოთ. თაფლი კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ ამ წესით. მესამედ რომ დავდგამთ ცეცხლზე, ვხარშოთ, სანამ თაფლი გამაგრდება. თაფლს დავუმატოთ მზესუმზირა და შაქარი, ვშუშოთ რამდენიმე წუთი, შემდეგ კი გადმოვიტანოთ წყალში დასველებულ ხის დაფაზე და სველი საგლინავი გავაბრტყელოთ, დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად და გავაცივოთ.