ფქვილი ჩაყარეთ ჯამში, დაუმატეთ კაკაო, მარილი და აურიეთ. ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ შოკოლადის დროპსები (ან შავი შოკოლადის ფილა) და კარაქი, ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ თეთრი და ყავისფერი შაქარი, აურიეთ, ჩაახალეთ კვერცხი სათითაოდ, დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი და წინასწარ მომზადებული ფქვილისა და კაკაოს მასა. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ კიდევ შოკოლადის დროპსები. ფორმას წაუსვით ზეთი, დააფინეთ პერგამენტი და კვლავ წაუსვით ზეთი. ჩაასხით მომზადებული ცომი და მოასწორეთ. აცხვეთ 180 გრადუზე 30 წუთი. სუფრასთან მიიტანეთ ნაყინთან და შოკოლადის სოუსთან ერთად.