დავამტვრიოთ ქარხნული ნამცხვარი და დავჭრათ ნიგოზი.შოკოლადი და კარაქი გავადნოთ, დავამატოთ შაქარი, კაკაო, ავურიოთ და დავამატოთ შესქელებული რძე. მივიყვანოთ ადუღებამდე, გადმოვიღოთ ცეცხლიდან და დავასხათ ნამცხვარს. კარგად ავურიოთ, გადავიტანოთ კულინარიულ ცელოფანზე, ძეხვის ფორმა მივცეთ და გადავახვიოთ. შევინახოთ მაცივარში 3-4 საათით. შემდეგ მოვხსნათ ცელოფანი და შაქრის პუდრში ამოვავლოთ.