ფორთოხალს გავაცალოთ ცედრა და წვრილად დავჭრათ. რბილობს მოვაშოროთ თეთრი გარსი. ცედრა და რბილობი ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ, დავაყაროთ შაქარი, დავასხათ წყალი და დაბალ ცეცხლზე დავდგათ. ადუღებიდან 30 წუთი ვხარშოთ, შევაგრილოთ და ქილებში ჩავასხათ. მურაბა თავიდან თხელია, როცა გაცივდება შესქელდება.