ფორთოხლის მურაბა
დრო 60წთ
ულუფა 1
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ამ რეცეპტით ფორთოხლის მურაბა მარტივად მზადდება, აქვს თაფლის კონსისტენცია, უხდება ჩაის. მისი გამოყენება შეიძლება ბეზეს მუსში და ნამცხვრებში.

ინგრედიენტები

  • ფორთოხალი - 4 ცალი, საშუალო ზომის
  • შაქარი - 2 კგ
  • წყალი - 2,5 ჭიქა
მომზადების წესები

ფორთოხალს გავაცალოთ ცედრა და წვრილად დავჭრათ. რბილობს მოვაშოროთ თეთრი გარსი. ცედრა და რბილობი ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ, დავაყაროთ შაქარი, დავასხათ წყალი და დაბალ ცეცხლზე დავდგათ. ადუღებიდან 30 წუთი ვხარშოთ, შევაგრილოთ და ქილებში ჩავასხათ.
მურაბა თავიდან თხელია, როცა გაცივდება შესქელდება.

ტეგები:
ფორთოხალი მურაბა ნანახია: 4963