ქათმის ფილეს მოაყარეთ მარილი, პილპილი და იტალიური ხმელი სანელებლები. გაახურეთ ტაფა, მოასხით ზეითუნის ზეთი, დაალაგეთ ფილე, მოაყარეთ კიდევ მარილი, პილპილი, იტალიური სანელებლები და შეწვით ორივე მხრიდან 8-8 წუთი. სუფთა ტაფაზე გაადნეთ კარაქი, მოხრაკეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, დაუმატეთ ფქვილი, მოურიეთ, მოთუშეთ რამდენიმე წამი, დაუმატეთ ნაღები და პარმეზანი. აურიეთ, წამოადუღეთ და ჩაყარეთ მოხარშული მაკარონი (მოხარშეთ შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციის მიხედვით), აურიეთ. დაუმატეთ შემწვარი და მოგრძო ნაჭრებად დაჭრილი ქათმის ფილე. გადაიტანეთ მიღებული მასის ნახევარი ცეცხლგამძლე ჭურჭელში, მოასწორეთ, მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი, ზემოდან გაანაწილეთ მაკარონის დარჩენილი მასა, მოაყარეთ კვლავ პარმეზანი და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთი. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი თქვენი გემოვნებით. მიირთვით ცხელ-ცხელი.