ათქვიფეთ დარბილებული კარაქი შაქართან ერთად. სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხი. დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი, ესპრესო, მარილი და გააგძელეთ თქვეფა. ჩააცერით ფქვილი და კარგად აურიეთ, დაუმატეთ გამდნარი შოკოლადი და კვლავ კარგად აურიეთ. კექსის ფორმებს წაუსვით კარაქი, მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი და კოვზით ჩაასხით მიღებული მასა. აცხვეთ 200 გრადუსზე 8 წუთი. გამოიღეთ ღუმელიდან, გააჩერეთ 5 წუთი, შემდეგ დანით ფრთხილად მოაცილეთ კიდეებს ნამცხვარი, გადმოაბრუნეთ ფორმა გაშლილ ლანგარზე და გადმოიღეთ კექსები. მოაყარეთ შაქრის პუდრა.