სამარხვო სალათა კივით
სამარხვო სალათა კივით
დრო 20წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სტაფილო - 1 ცალი, მოხარშული
  • კარტოფილი - 1 ცალი, მოხარშული
  • ქამა სოკო - 4 ცალი
  • ზეთი - 1 ჩ/კ
  • ლიმონის წვენი - 1 ჩ/კ
  • ტკბილი მდოგვი - 1 ჩ/კ
  • მაიონეზი (სამარხვო)
  • მარილი და პილპილი
  • კივი - გესაფორმებლად
  • ბროწეულის მარცვლები - გასაფორმებლად
მომზადების წესები

კარტოფილი და სტაფილო წვრილად დავჭრათ. სოკო თხლად დავჭრათ და ზეთში მსუბუქად მოვშუშოთ, დავუმატოთ
მარილი და პილპილი. მაიონეზში ავურიოთ მარილი, პილპილი და ლიმონის წვენი და ყველა ინგრედიენტთან ერთად
ავურიოთ. კივი გავფცქვნათ და თხელ ფენებად დავჭრათ.
სალათა ლამაზად ამოვიღოთ თეფშზე და მოვრთოთ კივითა და ბროწეულით.

ტეგები:
სალათა კივი სამარხვო კერძი ნანახია: 8075