საქონლის სუკს მოვაყაროთ მარილი, პილპილი, ხმელი ქინძი და გადავუსვათ მდოგვი. ჩავდოთ კონტეინერში და გავაჩეროთ მაცივარში 1 ღამე. მოვთუშოთ ხახვი, დავუმატოთ სოკო და კარგად დავბრაწოთ. ცხელ ტაფაზე, კარაქში ყველა მხრიდან დავბრაწოთ წინა დღეს დამარინადებული სუკი. გავშალოთ ფენოვანი ცომი, დავდოთ სოკო, შემდეგ კი სუკი და გადავახვიოთ ცომი. გადავუსვათ კვერცხის გული და გამოვაცხოთ 40 წთ., 180 გრადუსზე ღუმელში.