კარაქი, მარილი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხის გულები, ვანილი, ფქვილი სოდასთან ერთად და მოვზილოთ ნაზი ცომი. ცომი დავყოთ 25 გუნდად, ოდნავ გავაბრტყელოთ და თხელ ფენად ჩავდოთ ტარტალეტის ფორმებში. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 10-15 წთ., სანამ გაოქროსფრდება. როცა ტარტალეტები გაგრილდება, ფრთხილად გადმოვიღოთ ფორმებიდან, რადგან ფხვიერი და ნაზი სტრუქტურა აქვს. კვერცხის ცილა და შაქარი შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე (იხ. გვ. 59.) და კოვზით ვურიოთ, სანამ შაქარი ბოლომდე გაიხსნება, შემდეგ გადმოვიღოთ და სწრაფად ავთქვიფოთ ვანილსა და ლიმონის წვენთან ერთად, მყარი ბეზეს მიღებამდე. ტარტალეტებში მოვათავსოთ ხილის ჯემი და მოვრთოთ ბეზეთი.