პროშუტო ფუნგის მოსამზადებლათ პირველ რიგში ვამზადებთ პიცის ცომს. ავიღოთ ფქვილი და დავასხათ 500 გ ცივი წყალი. შევურიოთ საფუარი, შაქარი და 15გრ მარილი. მიღებული მასა მოვზილოთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ და დავამატოთ მწვანე და შავი ზეითუნის ზეთი. ისევ მოვზილოთ მკვრივი მასის მიღებამდე. ცომი 12 საათი განმავლობაში შევინახოთ მაცივარში გერმეტულად და ტოპინგის მომზადების შემდეგ გავაბრტყელოთ რაც შეიძლება თხელ ფენად. პიცის ტოპინგისთვის პომიდორს გავაცალოთ კანი, დავუმატოთ 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, მარილი და ორეგანო და დავაბლენდეროთ. მიღებული მასა, წინასწარ გაბრტყელებულ ცომს მოვასხათ. დავამატოთ თხლად დაჭრილ 80გრ ლორი და 80 გრ სოკო, მოვაყაროთ ყველი. შევდოთ ღუმელში 300 გრადუსზე და გავაჩეროთ 7-8 წუთი. ცხელ პიცაზე დავაწყოთ ისპანახის მთლიანი ფოთლები და მოვასხათ ფორთოხლის წვენი. უგემრიელესი პროშუტო ფუნგიც მზად არის! შეიძინეთ ფასდაკლების ვაუჩერი 15 ლარად და მიიღეთ 50% ფასდაკლება იტალიური კაფე-ბარისგან "sicilia / სიცილია"