თევზს წავუსვათ მარილი და შევწვათ გაცხელებულ ზეთში ორივე მხრიდან. ბროწეულის წვენი შევაზავოთ მარილით, წიწაკით, ხმელი ქინძით. დავუმატოთ ცედრა, ბლენდერში დაქუცმაცებული ხახვი და წვრილად დაჭრილი კამა. სოუსი მოვასხათ ცხელ თევზს და წამოვადუღოთ.