ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად (წვრილ ნაჭრებად არ დავჭრათ!), გავრეცხოთ კარგად, ჩავყაროთ ქვაბში, გავაჩეროთ მთელი ღამით, დილით გადავწუროთ, ახალი წყალი დავასხათ და ვადუღოთ; დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. ხარშვისას დავუმატოთ ხახვი და დაფნის ფოთოლი. ხარშვაში რომ შევა, დავუმატოთ მარილი. როცა ხორცი კარგად მოიხარშება, შევაზავოთ მარილით. ქაფქირით ამოვიღოთ ლანგარზე, მივირთვათ ნიორწყლით.