კახური ხაშლამა
კახური ხაშლამა
დრო 60წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • საქონლის ახალგაზრდა, ცხიმიანი ხორცი (მკერდის ნაწილი) - 2 კგ
  • დაფნის ფოთოლი - 2 ცალი
  • ხახვი - 1 თავი
  • მარილი
  • ნიორწყალი - სუფრაზე მისატანად
მომზადების წესები

ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად (წვრილ ნაჭრებად არ დავჭრათ!), გავრეცხოთ კარგად, ჩავყაროთ ქვაბში, გავაჩეროთ
მთელი ღამით, დილით გადავწუროთ, ახალი წყალი დავასხათ და ვადუღოთ; დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. ხარშვისას
დავუმატოთ ხახვი და დაფნის ფოთოლი. ხარშვაში რომ შევა, დავუმატოთ მარილი. როცა ხორცი კარგად მოიხარშება, შევაზავოთ მარილით. ქაფქირით ამოვიღოთ ლანგარზე, მივირთვათ ნიორწყლით.