შაქარი და კარაქი ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხის გულები, მაწონსა და წყალში არეული სოდა და ფქვილის დამატებით მოვამზადოთ ნაზი, ელასტიკური ცომი, შევდოთ მაცივარში 1 საათით. ქიშმიში ცხელ წყალში გავრეცხოთ, გადავწუროთ და დავუმატოთ რომი. ცილას დავუმატოთ ლიმონის წვენი, მარილი და ბეზე ავთქვიფოთ. ნელ-ნელა შევათქვიფოთ შაქარი. ბეზეს დავუმატოთ ქიშმიში კონიაკთან ერთად, ფორთოხლის ცედრა, ვანილი, ნიგოზი და მზესუმზირა. ცომი გავყოთ 3 გუნდად, თითოეული თხლად გავაბრტყელოთ. ერთი ფენა დავაფინოთ თუნუქის ფურცელზე, წავუსვათ ნახევარი ბეზეს მასა და მეორე ფენა გადავაფაროთ. ზემოდან კიდევ წავუსვათ დარჩენილი გულსართი და მესამე ფენაც დავაფინოთ, გვერდები კარგად შევუკრათ, რძეში გახსნილი კვერცხის გული წავუსვათ და რომბებად დავჭრათ. ნამცხვარი შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. როცა ზემოდან მოიბრაწება, ცეცხლს დავუწიოთ 160 გრადუსზე და ვაცადოთ, რომ გამოშრეს. ნამცხვარი დავჭრათ, როცა კარგად გაგრილდება.