ცომის ყველა ინგრედიენტი ავთქვიფოთ ბლენდერით. ტაფაზე გავადნოთ ცოტაოდენი კარაქი და გამოვაცხოთ კრეპები ორივე მხრიდან. მოვამზადოთ სოუსი - პატარა ქვაბში გავადნოთ შაქარი, დავუმატოთ ფორთოხლის და ლიმონის წვენი, ცედრა და ვურიოთ სანამ კარამელი ბოლომდე გადნება. დავუმატოთ კუბებად დაჭრილი კარაქი და ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე 10 წთ. შეგრილებული კრეპები გადავკეცოთ კონვერტივით. დავალაგოთ ტაფაზე ერთ ფენად, დავასხათ ფორთოხლის სოუსი შემდეგ ზემოდან ისევ კრეპები და წამოვადუღოთ. მივირთვათ თბილი.