ბრინჯი ბოსტნეულით
დრო 30წთ
ულუფა 8
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბულგარული წიწაკა - 4 ცალი
  • დაჭრილი პომიდორი საკუთარ წვენში, ცოცხალი ან კონსერვირებული - 800 გ
  • სტაფილო - 4 ცალი
  • ხახვი - 4 თავი
  • ნიორი - 3 კბილი
  • ბრინჯი - 100 გ
  • შაქარი - 1 ს/კ
  • ზეთი - 3 ს/კ
  • მარილი, წითელი ცხარე წიწაკა და პილპილი
მომზადების წესები

ბრინჯი გარეცხეთ ცივ წყალში, გაწურეთ. აადუღეთ ქვაბში 1-1,5 ლ წყალი, დაუმატეთ მარილი, ჩაყარეთ ბრინჯი და მოხარშეთ თითქმის ბოლომდე 15 წუთის განმავლობაში. მზა ბრინჯი გადაიტანეთ საწურზე.

სანამ ბრინჯი იხარშება, გარეცხეთ და მოამზადეთ ბოსტნეული. ბულგარული წიწაკა დაჭერით მსხვილ კუბიკებად, ხახვი - წვრილად. სტაფილი გახეხეთ მსხვილად. ნიორი დაჭყლიტეთ ან დაჭერით წმინდად.

ტაფაში გააცხელეთ ზეთი, მოხრაკეთ ხახვი საშუალო ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ სტაფილო და ხრაკეთ 10 წუთი, სანამ ოქროსფერი არ გახდება.

დაუმატეთ ტაფაში პომიდორი წვენიანად, პლუს დაუმატეთ 1/2 ჭიქა წყალი. მიიყვაეთ ადუღებამდე, შემდეგ კი თუშეთ 10 წუთი.

შემდეგ დაუმატეთ ტაფაში ბულგარული წიწაკა, აურიეთ და თუშეთ დახურულ ტაფაში 15 წუთი.

შემდეგ დაუმატეთ ბრინჯი, შაქარი, მარილი, წიწაკა და პილპილი. დააფარეთ თავსახური და თუშეთ 1-2 წუთის განმავლობაში.

გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ თავდახურულ ტაფაში 10-15 წუთი. 

გემრიელად მიირთვით!

 

 

 

 

 

ტეგები:
ბრინჯი ბულგარული წიწაკა ნანახია: 2573