სტაფილო და კარტოფილი გაფცქვენით, გარეცხეთ და დაჭერით საშუალო ზომის კუბიკებად. ხახვი გაფცქვენით და დაჭერით წმინდად. ნიახური დაჭერით წრეებად. ოდნავ მოხრაკეთ მომზადებული ბოსტნეული ქვაბში გაცხელებულ ზეითუნის ზეთში. დაუმატეთ მარილი და პილპილი, დაასხით ბოსტნეულის ბულიონი და ხარშეთ თავდახურულ ქვაბში დაახლოებით 20 წუთი. როცა ბოსტნეული მზად იქნება, დაუმატეთ ვერმიშელი და ხარშეთ კიდევ 5 წუთი. გემრიელად მიირთვით!