პირველ რიგში ვამზადებთ პიცის ცომს: ავიღოთ ფქვილი და დავასხათ 500 მl ცივი წყალი. შევურიოთ საფუარი, შაქარი და 15 გ მარილი. მიღებული მასა მოვზილოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ და დავამატოთ მწვანე და შავი ზეითუნის ზეთი. ისევ მოვზილოთ, სანამ მკვრივ მასას არ მივიღებთ. ცომი 12 საათი განმავლობაში შევინახოთ მაცივარში ჰერმეტულად. პიცის ტოპინგისთვის კანგაცლილ პომიდორს, 2 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთს, მარილსა და ორეგანოსთან ერთად ვაბლენდერებთ. ვაბრტყელებთ ცომს, რაც შეიძლება თხლად და ზემოდან ვასხამთ მომზადებულ ტოპინგს, ვაყრით მოცარელას. ვდებთ ღუმელში 300 გრადუსზე 7 წუთით და უგემრიელესი მარგარიტაც მზად არის!