გააბრტყელეთ ცომი და დაჭერით სამკუთხედებად. ღუმელის ფირფიტას წაუსვით ცხიმი, დადეთ შუაგულში პატარა ჯამი და ირგვლივ შემოუწყეთ ცომის სამკუთხა ნაჭრები მზის სხივებივით. გახეხეთ მოცარელა ან სულუგუნი. ჯამში აურიეთ დაძენძილი მოხარშული ქათმის ხორცი, დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი ხახვი და ტომატის ცხარე საწრებელი, მარილი და პილპილი გემოვნებით. ყველაფერი კარგად აურიეთ. ცომის ნაჭრებს, განიერ კიდეებზე მოაყარეთ გახეხილი ყველი, შემდეგ გაანაწილეთ ქათმის ხორცის მასა, კვლავ მოაყარეთ ყველი და გადაკეცეთ ცომის ნაჭრები ცენტრისკენ. მოათავსეთ ღვეზელი 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 25 წუთის განმავლობაში. მზა ღვეზელს მოაყარეთ ქორფა მწვანილი. გემრიელად მიირთვით!