თავდაპირველად კარგად გაარჩიეთ გირჩი, მოაცალეთ გაუხეშებული ადგილები, გარეცხეთ გამდინარე წყალში. შემდეგ ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი. წყალმა უნდა დაფაროს გირჩები (შეიძლება გირჩები ამოტივდივდეს, მაგრამ არა უშავს). დადგით ქვაბი ცეცხლზე, რომ ადუღდება, ხარშეთ 5 წუთი, შემდეგ კი დაუმატეთ შაქარი. ხარშეთ მურაბა 1,5-2 საათი დაბალ ცეცხლზე. პერიოდულად მოხადეთ ქაფი. ბოლოს ჩაასხით გასტერილებულ, მშრალ ქილებში და მოხუფეთ. ან დააფარეთ ჰერმეტულად პოლიეთილენის ხუფები და შეინახეთ მაცივარში.