ფქვილს დავუმატოთ მარილი, შაქარი, საფუარი და კარგად ავურიოთ. შემდეგ დავუმატოთ თბილი წყალი, კვერცხი და დავიწყოთ ცომის მოზელა. უნდა მოიზილოს ფაფუკი ცომი. გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავაცადოთ აფუება. ხაჭო და შაქარი ავთქვიფოთ კარგად, დავუმატოთ დარბილებული კარაქი და ვანილი. გაფუებული ცომი ამოვიღოთ პატარა გუნდებად. თითოეულს გავუკეთოთ ჩაღრმავება და ჩავდოთ ხაჭოს გულსართი. ზემოდან დავადოთ ალუბალი (სურვილით). გვერდებზე გადავუსვათ კვერცხის გული და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე.