ყველაზე ფუმფულა ფანქეიქები
ყველაზე ფუმფულა ფანქეიქები
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 4 ჭიქა
  • გამაფხვიერებელი - 4 ს/კ
  • თბილი რძე - 4 ჭიქა
  • კვერცხის გული - 3 ცალი
  • გამდნარი კარაქი - 3/4 ჭიქა
  • კვერცხის ცილა - 4 ცალი
მომზადების წესები

გაცერით ფქვილი, დაუმატეთ გამაფხვიერებელი და კარგად აურიეთ. ცალკე ჯამში ჩაასხით თბილი რძე, დაუმატეთ კვერცხის გული, შემდეგ კი გამდნარი კარაქი და კარგად ათქვიფეთ.

მეორე ჯამში ათქვიფეთ კვერცხის ცილა მკვრივი მასის მიღებამდე.

ფქვილის ფხვიერ მასას დაუმატეთ ჯერ კვერცხის გულისა და რძის მასა, კარგად აურიეთ, ბოლოს დაუმატეთ ათქვეფილი ცილა და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

გაახურეთ ტაფა (თუ უწვავ ზედაპირიანია, ცხიმი არ უნდა, თუ არადა, უბრალოდ წაუსვით ცოტაოდენი ზეთი). დაასხით კოვზით ფანქეიქის მასა და აცხვეთ თავდახურულ ტაფაში ორივე მხრიდან.

ცხელ-ცხელ ფანქეიქებს მოასხით თაფლი.

ტეგები:
ფანქეიქები ნანახია: 6070