ბლინები კეფირით - უგემრიელესი საუზმე
+ N/A
ბლინები კეფირით - უგემრიელესი საუზმე
დრო 30წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სოდა - 1/2 ჩ.კ
  • შაქარი - 1 ს.კ
  • კვერცხი - 3
  • ფქვილი - 250 გ
  • მდუღარე წყალი - 250 მლ
  • კეფირი - 350 გ
  • მარილი
  • ზეთი - 3 ს.კ
მომზადების წესები
დიდ თასში ათქვიფეთ კვერცხი შაქართან და მარილთან ერთად. თქვეფის შეუჩერებლად დაამატეთ მდუღარე წყალი. კვერცხი არ აიჭრება, მაგრამ მოცულობაში მოიმატებს.

სოდა გავხსნათ კეფირში. შემდეგ წყლიან მასას შევურიოთ, დავამატოთ ფქვილიც. უნდა მივიღოთ თხევადი ცომი. ბოლოს დავამატოთ ზეთი.

გაცხელებულ ტაფას მოვუსვათ ზეთი და დავასხათ ცომის თხელი ფენა. ცხვება სწრაფ ცეცხლზე. გულსართი შეურჩიეთ თქვენი გემოვნებით: ხაჭო, არაჟანი, მურაბა, ხილი  და ა.შ.
ტეგები:
კვერცხი ბლინი ფქვილი კეფირი ნანახია: 45859