კარტოფილი გაფცქვენით და დაჭერით თხელ წრეებად. ღუმელის ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი, მოაყარეთ გახეხილი პარმეზანის ნახევარი, დაალაგეთ კარტოფილის ნაჭრები ერთმანეთზე ნახევრად გადადებული. მოაყარეთ დარჩენილი პარმეზანი, ცოტაოდენი მარილი. მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 30 წუთი. ტაფაზე გააცხელეთ 2 ს/კ ზეითუნის ზეთი. დაჭერით კუბიკებად ხახვი და მოხრაკეთ შევარდისფრებამდე. დაუმატეთ ხორცის ფარში და თუშეთ 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი, მწვანილი, პაპრიკა, მარილი და შავი პილპილი. აურიეთ და გააგძელეთ თუშვა კიდევ 10 წუთი. მეორე ტაფაზეც მოასხით 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, გააცხელეთ და დაყარეთ გარჩეული და გარეცხილი ისპანახის ფოთლები, დაუმატეთ 1 ჩ/კ მარილი, 2 კბილი გარჩეული და წმინდად დაჭრილი ნიორი. თუშეთ ისპანახის ფოთლების დარბილებამდე. გადმოიღეთ ჯამში და დაუმატეთ 1 ჭიქა ყველი რიკოტა. კარგად აურიეთ. გამოიღეთ ღუმელიდან გამომცხვარი კარტოფილი, გაანაწილეთ ზემოდან ჯერ ისპანახის მასა, შემდეგ ხორცის ფარშის მასა, მოაყარეთ გახეხილი მოცარელა. გადაახვიეთ რულეტად მჭიდროდ. გადმოიღეთ გაშლილ თეფშზე, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი, დაჭერით და გემრიელად მიირთვით!