ფილე მოვხარშოთ, დავჭრათ პატარა ზომის ნაჭრებად ან დავძენძოთ. წვრილად დავჭრათ მაგრად მოხარშული კვერცხი, დავახეხოთ ვაშლი და უმარილო ყველი. მოვასხათ მაიონეზი, დავუმატოთ მარილი და პილპილი. კარგად ამოვურიოთ და ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.