არაქისის კარაქი გადაიტანეთ ჯამში, დაუმატეთ ქოქოსის ზეთი და კარგად აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. გაანაწილეთ მიღებული მასის ნახევარი მაფინის ფორმებში და გაყინეთ 15 წუთი მაცივარში. შემდეგ გაანაწილეთ გამყარებულ კალათებზე ჯემი, კვლავ მოასხით დარჩენილი არაქისის კარაქი და მოაყარეთ დაჭრილი არაქისი. შედგით კვლავ მაცივარში და გააჩერეთ 25 წუთი. გემრიელად მიირთვით!