პირველ რიგში შეწვით ლორის ფირფიტები დაბრაწვამდე. შემდეგ მოთუშეთ ისპანახის ფოთლები იგივე ტაფაში. გეხეხეთ ორივენაირი ყველი (პარმეზანი შეგიძლიათ ჩაანცვლოთ ნებისმიერი მაგარი სახეობის ყველით). კრემ-ყველში აურიეთ ორივე სახეობით ყველი. აიღეთ მოგრძო პური, მოაჭერით ზედაპირი, ამოუღეთ გული. მიღებულ პურის ნავში ჯერ გაანაწილეთ გახეხილი ყველი, შემდეგ მოთუშული ისპანახი, დაახალეთ კვერცხი, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, ბოლოს კი მოაყარეთ დაჭრილი ლორი. მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთით. მიირთვით ცხელ-ცხელი.